ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"ახალი გზა რევმატოიდული ართრიტის მკურნალობაში"
17/09/2009

პრესრელიზი

18 სექტემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინო განუგრავა
პროდუქტის მენეჯერი
ჰოფმან-ლა როშის წარმომადგენლობა საქართველოში
ტელ: + 995 32 181 195;
მობ: + 995 77 468 356
ელ-ფოსტა: nino.ganugrava@roche.com

თამარ ჯიბუტი
მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი
"ფაბლისითი ჯგუფი"
ტელ: +995 32 508 444
მობ: +995 77 465 590
ელ-ფოსტა: tako@publicity.ge
 



"ახალი გზა რევმატოიდული ართრიტის მკურნალობაში"

[PUBLICITY.GE] თბილისი, 18 სექტემბერი, 2009 - 16 სექტემბერ სასტუმრომ "შერატონ მეტეხი პალასი" უმასპინძლა სამეცნიერო კონფერენციას - "ახალი გზა რევმატოიდული ართრიტის მკურნალობაში".

კონფერენცია ჩატარდა ფარმაცევტული კომპანია "ჰოფმან-ლა როშის" ეგიდით ახალი, ინოვაციური პრეპარატის "აქტემრას" (ტოცილიზუმაბის) საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით.

"აქტემრა" მსოფლიოში,  პირველი და ერთადერთი პრეპარატია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, პრეპარატი ზემოქმედებს IL-6 რეცეპტორზე.  რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, შებოჭილობას, შეშუპებას და მათში მოძრაობის შეზღუდვას. ამ პათოლოგიის დროს ვითარდება სახსრების დეფორმაცია და ფუნქციის დაკარგვა. მსოფლიოში მოსახლეობის დაახლოებით 0,5-1% დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით პაციენტთა 70%-ში 2 წელიწადში ვითარდება სახსრების შეუქცევადი ცვლილებები. ძალიან რთული ან შეუძლებელი ხდება მარტივი მოძრაობების შესრულება. პაციენტთა 50% ხუთი წლის, ხოლო 80% ათი წლის ფარგლებში, შრომისუუნარო ხდება. ჩვეულებრივ რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. პროგნოზი გაცილებით უკეთესია დროულად დაწყებული ადექვატური მკურნალობის შემთხვევაში.

"აქტემრა" საქართველოს ბაზარზე სექტემბერში შემოვა, კომპანია "ჰოფმან-ლა როში" პრეპარატზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პრეპარატის 180 ფლაკონს გადასცემს რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს და პირველი 3 თვის განმავლობაში, 60 პაციენტს საშუალება მიეცემა ჩაიტაროს მკურნალობა ხელმისაწვდომ ფასად. "აქტემრათი" მკურნალობის ფონზე რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს აღენიშნათ სწრაფი და მყარი რემისია, რაც გულისხმობს დაავადების სიმპტომების შემცირება/არარსებობას და სახსრების დაზიანების პროგრესირების შეჩერებას.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დიდი ბრიტანეთიდან თბილისში ჩამოვიდა საპატიო მომხსენებელი -  ენდრიუ ოსტორი (Endrew Ostor) - კონსულტანტ-რევმატოლოგი და ასოცირებული ლექტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, კლინიკური მედიცინის სკოლა, რევმატოლოგიის სამეცნიერო კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი. ენდრიუ ოსტორმა წარმოადგინა დაწვრილებითი პრეზენტაცია "აქტემრათი" მკურნალობის პროცესისა და შედეგების შესახებ.

კონფერენციას დაესწრო სამედიცინო სფეროსა და ჯანდაცვის ორგანიზაციების 70 წარმომადგენელი, რომელთაც მიიღეს პრეპარატთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაცია.

სამეცნიერო კონფერენციამ საფუძველი დაუდო "აქტემრას" აქტიურ ინტეგრაციას რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის მეთოდებში და მსოფლიო მედიცინის თანამედროვე მიღწევები ქართველი პაციენტებისათვისაც ხელმისაწვდომი გახადა.

###

რევმატოიდული ართრიტისა და "აქტემრას" შესახებ:

დღესდღეობით რევმატოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია. მსგავსი პროგრესი არ ყოფილა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში. დადგა ერა ბიოლოგიური პრეპარატებისა, რომელიც ახალი და გაცილებით ეფექტური იარაღია რევმატოიდულ ართრიტთან საბრძოლველად. ამ პრეპარატების წყალობით რევმატოიდული ართრიტის პროგრესირების შეჩერება შესაძლებელია დაავადების ადრეულ სტადიაზევე. 

აღნიშნული დაავადების მკურნალობის მიზანია: დაავადების სიმპტომების შემსუბუქება, სახსრების სტრუქტურული დაზიანების შეფერხება/გაუმჯობესება, დაავადების რემისიის მიღწევა და შენარჩუნება.

"აქტემრა" ეფექტურია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ იმ პაციენტებშიც კი, რომლებიც სხვა არანაირ მკურნალობას არ ემორჩილებოდნენ.

"აქტემრას"  ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურდა კლინიკურ კვლევების ყველაზე სრულყოფილ პროგრამაში, რაც აქამდე ჩატარებულა რევმატოიდული ართრიტის მიმართულებით. კვლევებში მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 4200 პაციენტი. აქტემრა პაციენტებს ეძლეოდა, როგორც  მონოთერაპიის, ასევე რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

"აქტემრა" ერთადერთი ბიოლოგიური პრეპარატია, რომელიც მონოთერაპიის დროს უპირატესია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ოქროს სტანდარტზე, მეტოტრექსატზე. 

 

წაკითხულია: 12797